უკრაინაში, განათლების ყოფილ მინისტრს 2 მლნ დოლარის ღირებულების ქონება ჩამოართვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განათლების ყოფილ მინისტრს, დმიტრო ტაბაჩნიკს 2 000 000 დოლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ყოფილ მინისტრს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება. იგი მონაწილეობას იღებდა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული ე.წ "რეფერენდუმების" ორგანიზებაში. დმიტრო ტაბაჩნიკი პირადად უწევდა კონსულტაციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დანიშნულ ე.წ "მაღალჩინოსნებს".

"ყოფილი მინისტრისთვის ჩამორთმეულ ქონებას შორის შედის: უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები და ფული უცხოურ ვალუტებში", - წერს უსაფრთხოების სამსახური.

ბრალდებული ამ დრომდე დაკავებული არ არის, იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში იმალება. ტაბაჩნიკი განათლების მინისტრის პოზიციას ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის ვადისას იკავებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი