"რუსებმა ოკუპირებულ ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის საშვის გაცემა დაიწყეს" | ფედეროვი

გამოქვეყნდა:

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, მელიტოპოლში რუსებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორის ახალი ტალღა დაიწყეს. 

ფედოროვის თქმით, რუსებმა ოკუპირებულ ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის საშვის გაცემა დაიწყეს.

"მაგალითად, მელიტოპოლიდან ბერდიანსკში მოგზაურობისთვის, თქვენ უნდა მიაწოდოთ კომენდანტის ოფისს თქვენი საკუთარი მონაცემები, რათა მიიღოთ საშვი, რომელიც შეიძლება ან მიიღოთ, ან არა - ალგორითმი, როგორც ყოველთვის, სრულიად გაუგებარია", - თქვა მელიტოპოლის მერმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, 8 იანვრის ღამეს, მელიტოპოლში ოკუპანტების ბაზა და მტრის ტექნიკა განადგურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი