
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში, სოლედარში, დაიკარგა ბრიტანეთის ორი მოქალაქე, რომლებიც, ომის დროს, მოხალისეები იყვნენ.
მათი ინფორმაციით, დაკარგულები ენდრიუ ბეგშოუ და კრისტოფერ პერი არიან, რომლებიც კრამატორსკიდან სოლედარში გამგზავრების შემდეგ, დაკარგულად ითვლებიან.
უკრაინის პოლიცია მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.