
რუსეთი ამტკიცებს, რომ ბახმუტთან სოფელი ბახმუცკე "გაათავისუფლეს". როგოროც დროებით ოკიპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული თავდაცვის შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ვკითხულობთ ოკუპანტებმა სოფელი დღეს, 9 იანვარს აიღეს.
"2023 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოფელი ბახმუცკე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სოფელი ბახმუცკე სწორედ იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც უკვე თვეებია ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.