
რუსეთის ომბუდსმენის, ტატიანა მოსკალკოვას თქმით, 12-14 იანვარს თურქეთში, უკრაინის სახალხო დამცველთან, დმიტრო ლუბინეცთან შეხვედრას გეგმავს. მისივე ინფორმაციით შეხვედრა, თურქეთის ომბუდსმენის მიერა ორგანიზებული.
"ვადასტურებ, რომ ვგეგმავ ასეთ შეხვედრას. თურქეთის ომბუდსმენის მიერ ორგანიზებული დიდი ფორუმი გაიმართება თურქეთში. ჩვენ განვიხილეთ შეხვედრის შესაძლებლობა და სავარაუდო დღის წესრიგი", - თქვა მოსკალკოვამ ჟურნალისტებთან.
მანამდე კი ლუბინეცმა განაცხადა, რომ მოსკალკოვასთან შეხვედრა შესაძლოა იანვარში შედგეს. არსებული ინფორმაციით იგეგმებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე მიყენებული მშვიდობიანი მოქალაქეების ორმხრივი დაბრუნების საკითხის განხილვა.