ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს G7-თან თანამშრომლობით მოამზადებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტს G7-თან თანამშრომლობით მოამზადებს, - ამის შესახებ შვედეთის წარმომადგენელმა, ელჩმა ლარს დანიელსონმა დღეს, 9 იანვარს ბრიუსელში პრესის საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სანქციების მე-10 პაკეტთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს მივყვეთ პროცედურას, რომელსაც საკმაოდ წარმატებით მივყვებით გასული წლის 24 თებერვლიდან დღემდე. გვსურს გვქონდეს ძალიან მჭიდრო დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან G7-ში და ევროკავშირში. სათანადო შეთანხმება ამ დამატებითი პაკეტების წინსვლისთვის. ნორმალურია, თუ გავითვალისწინებთ სანქციების დონეს, რაც უკვე გვაქვს, რომ ნებისმიერი დამატებითი დონის სანქციების შეთანხმება უფრო რთული იქნება", - თქვა შვედმა დიპლომატმა.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ძლიერი ბიძგი რიგი წევრი ქვეყნებიდან მოდის, რომ გააგრძელონ მუშაობა აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე.

2023 წლის 1 იანვრიდან შვედეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთიდან მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი