სოლედარის მიწა დაფარულია ოკუპანტების გვამებით, რისი მოგება სურდა იქ რუსეთს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება. და მიუხედავად იმისა, რომ დამპყრობლებმა ახლა თავიანთი უდიდესი ძალისხმევა სოლედარზე მიმართეს, ამ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი იქნება ჩვენი მთელი დონბასის გათავისუფლება.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს, რომლებიც იცავენ ჩვენს ბახმუტს და აჩვენებენ მაქსიმალურ გამძლეობას! მადლობას ვუხდი სოლედარში მყოფ ყველა მეომარს, რომლებიც უძელებენ ოკუპანტების ახალ და კიდევ უფრო მკაცრ თავდასხმებს! უაღრესად რთულია - მთელი კედლები თითქმის აღარ დარჩა... იქ, სოლედარში, ჩვენი მეომრების გამძლეობის გამო, უკრაინისთვის დამატებითი დრო და დამატებითი ძალა მივიღეთ.

და რისი მოპოვება სურდა იქ რუსეთს? ყველაფერი მთლიანად განადგურებულია, სიცოცხლე თითქმის აღარ დარჩა. და ათასობით მათი ხალხი დაიკარგა: სოლედარის მახლობლად მთელი მიწა დაფარულია ოკუპანტების გვამებითა და დარტყმების ნაწიბურებით. ასე გამოიყურება სიგიჟე". 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი