ნოვოსელოვსკაში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მაცხოვრებელი, მოხუცი ქალი მოკლა, რომელიც სახლს არ ტოვებდა - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ინტენსიური ბრძოლები გრძელდება სვატოვოსა და კრიმინოეში. თავდასხმებს რეგიონში მოჰყვა მსხვერპლიც. 

გაიდაი ამბობს, რომ ნოვოსელოვსკას ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მაცხოვრებელი, მოხუცი ქალი მოკლა.

"ლუგანსკის ოლქში ვითარება ძალიან მძიმეა. ინტენსიური ბრძოლები გრძელდება სვატოვოსა და კრიმინოეში, თუმცა ჩვენი მებრძოლები ვითარებას აკონტროლებენ. რუსების წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ. რეგიონში დამატებით რაზმები ჩამოიყვანეს. სამწუხაროდ, ინტენსიურად იბომბება უკვე დე-ოკუპირებული დასახლებული პუნქტები.

გუშინ ოკუპანტებმა ნოვოსელოვსკში 2 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 2 კი მძიმედ დაიჭრა. ლუგანსკის ოლქში ყველა სახლი დაზიანებული ან განადგურებულია. ნოვოსელოვსკას ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, რუსმა სნაიპერმა ბოლო მაცხოვრებელი მოკლა. მოხუცი ქალი, რომელმაც სახლი არ დატოვა, ოკუპანტმა არ დაინდო", - ამბობს გაიდაი.

გაიდაი ამბობს, რომ რუსები რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევების დაწყებას შეეცადნენ, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და უკან დაიხიეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი