
ესტონეთი რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს - ამის შესახებ Bloomberg ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მედიის ინფორმაციით, ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციისთვის შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა ამ თვის ბოლოდან გეგმავს.
Bloomberg წერს, რომ ესტონეთს ამ მექანიზმის წარდგენა მანამდე სურს, სანამ ევროკომისია რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საერთო გეგმას შეიმუშავებს.
ესტონეთის პრემიერმინისტრის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირმა "მუშაობა უნდა გააგრძელოს რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად და რუსეთის გაყინული აქტივები გამოიყენოს".
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ესტონეთის მიერ გაყინული რუსული აქტივების ღირებულება, დაახლოებით 20 მილიონი ევროა.