ფრონტის ზოგიერთ მიმართულებაზე რუსეთის მხრიდან საარტილერიო დაბომბვა 75%-ით შემცირდა - CNN

გამოქვეყნდა:

ფრონტის ზოგიერთ მიმართულებაზე რუსული ჯარების მიერ საარტილერიო დაბომბვა 75%-ით შემცირდა - განუცხადეს ამერიკელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა CNN-ს.

მათივე თქმით, ვაშინგტონი და კიევი ცდილობენ ამ ქმედების ახსნას, თუმცა ეს მითითებს, რომ ან რუსეთი ეწურება საბრძოლო მასალის რაოდენობა, ან ტაქტიკის ნაწილია მისი მხრიდან უკრაინული კონტრშეტევის წარმატებების ფონზე.

აშშ-ის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი ჭურვების რაოდენობა საშუალოდ დღეში 20000-დან 5000 ჭურვამდე შემცირდა. უკრაინის მონაცემებით კი - დღეში 60 000-დან 20 000-მდე.

მაგრამ ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ საარტილერიო ცეცხლის მკვეთრი შემცირება მიუთითებს რუსეთის ფედერაციის პოზიციების შესუსტებაზე ბრძოლის ველზე. ეს ასევე დაკავშირებულია დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი