
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აღიარებს, რომ უკრაინა საბჭოთა ტანკების მოდერნიზებას უკეთ ახერხებს, ვიდრე რუსეთი.
მედვედევმა სამხედრო ინდუსტრიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინა რუსეთს საბჭოთა ტიპის T-72 ტანკების მოდერნიზაციაში უსწრებს.
"ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხია ტანკების წარმოება, შეკეთება და მიწოდება. ეს ამოცანა ნამდვილად აქტუალურია. გავამახვილე ყურადღება იმ ინფორმაციაზე, რომ ჩვენმა ოპონენტებმა დააფინანსეს 100 საბჭოთა ტიპის ტანკის მოდერნიზება, ხაზგასმით აღვნიშნავ არა უცხოური, არამედ საბჭოთა" - ამბობს მედვედევი.
გარდა ამისა, მედვედევის თქმით, რუსეთი ასევე დაკავებულია ტანკების მოდერნიზაციით, მაგრამ უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად უნდა იმოქმედოს.