
უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის ინფორმაცით, უკრაინაში რუსეთის სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 16 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 21 მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, საიდანაც 1 033 მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის ცხედარია.
უკრაინის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა: დონეცკის ოლქში - 4 746 ადამიანი, ხარკოვის ოლქში - 3 784, მიკოლაევის ოლქში - 2 207, კიევის ოლქში - 2 072, ჩერნიგოვის ოლქში - 899, ლუგანსკის ოლქში - 815, ხერსონის ოლქში - 686, სუმის ოლქში - 341, ჟიტომირში - 283, ზაპორიჟიაში - 66.