"მადლობა გადავუხადე ლეო ვარადკარს რუსული აქტივების გაყინვისთვის" | ზელენსკი ირლანდიის პრემიერს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერმინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკიმ ლეო ვარადკარს რუსული აქტივების გაყინვისთვის მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, მიიწვია შეუერთდეს "მშვიდობის ფორმულას", რომელიც მან G20-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას წარადგინა.

"პირველი სატელეფონო საუბარი მქონდა ირლანდიის პრემიერმინისტრთან, ლეო ვარადკართან . მადლობა გადავუხადე რუსული აქტივების გაყინვისთვის, განვიხილეთ უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მხარდაჭერა და ომის შემდგომი აღდგენა. გარდა ამისა მოვიწვიე, რომ შეუერთდეს მშვიდობის ფორმულის განხორციელებას" - წერს ვოლიდიმირ ზელენსკი 

შეგახსენებთ, რომ "მშვიდობის ფორმულის" გეგმა 10 ნაბიჯს მოიცავს. ესენია: უკრაინის რადიაციული, ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამხედრო ტყვეების გაცვლა და დეპორტირებულთა დაბრუნება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანა, ახალი ესკალაციის პრევენცია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნა და ომის დროს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მექანიზმის შემუშავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი