
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ხარკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.
გარდა ამისა, ბერბოკმა ხარკოვს "უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის სრული სიგიჟის სომბოლო" უწოდა.
"ჩემი უკრაინელი კოლეგისა მეგობრის დმიტრო კულება მოწვევით, დღევანდელი ვითარების შესახებ წარმოდგენა მინდა აქ, ხარკოვში, მივიღო და, უპირველეს ყოვლისა, მოვუსმინო მცხოვრებლებს, რომლებიც ომს ამ ძალიან ცივ ზამთარში უმკლავდებიან… უკრაინის ყველა კუთხეში, ხარკოვიდან ხერსონსა და კიევამდე, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათ ჩვენი სოლიდარობისა და დახმარების იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. ეს გულისხმობს ზამთრის დახმარებას, რომელიც მივაწოდეთ. გენერატორები და ტრანსფორმატორები, საწვავი და საბნები ახლა სიცოცხლეებს არჩენენ…და ეს გულისხმობს იარაღის შემდგომ მიწოდებებს", - თქვა ბერბოკმა.
მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ "ამ ომის ზამთარშიც არ დავკარგოთ უკრაინის ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში".
შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით ხარკოვში ჩავიდა.