რუსეთს სრულად არ დაუპყრია სოლედარი, ქალაქის აღება არ ნიშნავს ბახმუტის მაშინვე ალყაში მოქცევას - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ განახლებაში აღნიშნულია, რომ რუსეთს სრულად არ დაუპყრია ქალაქი სოლედარი, მიუხედავად რამდენიმე ყალბი ცნობის გავრცელებისა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სოლედარის აღება, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ქალაქ ბახმუტს დაუყოვნებლივ ალყაში მოაქცევს.

განახლებაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე რუსული წყაროს მტკიცებით, "ვაგნერის" ჯუფი 10 იანვარს სოლედარის დასავლეთით დაწიანურდა, აღნიშნული ევგენი პრიგოჟინმა უარყო და თქვა, რომ "ვაგნერელები" კვლავ იბრძვიან.

ISW-ს ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ 10 იანვრისთვის შენიშნეს, სოლედარის ცენტრში "ვაგნერის" ძალების არსებობის ვიზუალური დადასტურება.

"თუმცა, სოლედარში ტერიტორიის კონტროლის რეალობა ბლოკიდან ბლოკამდე არ არის ნათელი ურბანული ბრძოლის დინამიური ხასიათის გამო. [...] სოლედარის კონტროლი სულაც არ მისცემს საშუალებას რუსეთის ძალებს გააკონტროლონ უკრაინის სახმელეთო ხაზები ბახმუტთან", - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ISW ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება იბრძვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური პარტიზანული მოძრაობის შეკავებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი