რუსეთმა ხარკოვი დაბომბა ქალაქში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიდან რამდენიმე საათში

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ხარკოვში ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ რუსებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

რეგიონის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა დარჩენილიყვნენ თავშესაფრებში. თავდასხმისას ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა პიროტექნიკის საშუალებების საწყობს, რამაც ცეცხლი გააჩნია. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა.

უკრაინაში ვიზიტსას ანალენა ბერბოკმა პირობა დადო, რომ გერმანია გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას.

"უკრაინის ყველა ნაწილში, ხარკოვიდან ხერსონამდე კიევამდე, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლიათ დაეყრდნონ ჩვენს სოლიდარობას და მხარდაჭერას", - თქვა მან.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი