
რუსეთი და უკრაინა 40 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ. განცხადება ამის შესახებ რუსეთის ომბუდსმენმა, ტატიანა მოსკალკოვამ გააკეთა, რომელიც უკრაინელ კოლეგას თურქეთში შეხვდა.
Reuters-ის ცნობით, პირველი მოლაპარაკება ორ მხარეს შორის დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა, რასაც მოგვიანებით მეორე რაუნდიც მოჰყვა.
მოგვიანებით ორივე ქვეყნის ომბუდსმენი პრეზიდენტის სასახლეში მივა, სადაც ერდოღანის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.