პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ანექსირებულ 4 რეგიონში ვითარება რთულია

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ სიტუაცია უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ რეგიონებში ვითარება "რთულია".

პუტინმა, ოფიციალურ პირებთან სატელევიზიო შეხვედრაზე საუბრისას, ასევე თქვა, რომ რუსეთს აქვს ყველა რესურსი, რაც საჭიროა უკრაინის ოთხ რეგიონში ცხოვრების გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, "ახალი რეგიონები "უნდა ჩაერთონ ეროვნულ პროექტებში, მიეწოდოთ დაფინანსება.

"ახალ სუბიექტებში ვითარება გართულებულია, ზოგიერთ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გრძელდება, ყველგან მშვიდობიანი ცხოვრება არ აღდგა და ხალხის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს", - თქვა მან.

მან მინისტრთა კაბინეტს დაავალა "ახალი რეგიონების განვითარების პროგრამის" დეტალების მაქსიმალურად კოორდინირებულად შემუშავება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი