
„ვაგნერის ჯგუფის“ მებრძოლები ამჟამად უკრაინაში რუსული ჯარების მთლიანი რაოდენობის მეოთხედს შეადგენენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
ერთ-ერთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, „ვაგნერის ჯგუფის“ როლი რუსეთის სამხედრო კამპანიაში უკრაინის წინააღმდეგ მუდმივად იზრდება.
"არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ვაგნერელები ახლა შეადგენენ რუსი მებრძოლების მეოთხედს ან მეტს", - განუცხადა ჟურნალისტებს ანონიმმა ოფიციალურმა პირმა.
ამავდროულად, ანალიტიკოსები საუბრობენ "ვაგნერელების" დაბალ ბრძოლისუნარიანობაზე, რომ ისინი "წარმოუდგენლად ნელი ტემპით მიიწევენ ბახმუტის მიმართულებით, ხოლო ერთი სახლის ასაღებად ზოგჯერ ორი კვირა სჭირდებათ“.