რატომ უთხრა საქართველომ უარი უკრაინას ბუკის კომპლექსის დაბრუნებაზე | პასუხი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ყურადღების გადატანას ცდილობს - მმართველი პარტია სარაკეტო სისტემა ბუკის საქმეზე ახალი გამოძიების დაწყებას მოითხოვს იმის ნაცვლად, რომ განმარტოს საკუთარი პოზიცია კიევისთვის ნათქვამი უარის გამო.

ხელისუფლება, რომელიც ვერაფრით ხსნის დასავლეთისთვის მორიგ ზურგის შექცევას, ახლა 2008 წლის საიდუმლო ხელშეკრულებაზე იწყებს ლაპარაკს და იმუქრება, რომ ყველაფერს გაასაჯაროებს და ახალ დამნაშავეებს გამოავლენს. უფრო მეტიც - "ქართულ ოცნებაში" უკრაინელებს საბოტაჟშიც კი სდებენ ბრალს - თითოსდა ომის დროს გამოგზავნილ ბუკებს ექსპლუატაციის ვადა ჰქონდა გასული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი