Maxar-მა სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბებს ასახავს

გამოქვეყნდა:

ამერიკულმა კოსმოსურმა კომპანია Maxar-მა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარისა და ბახმუტის თანამგზავრული სურათები გამოაქვეყნა. 

სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ სოლედარში საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები თუ სხვა შენობები მთლიანად განადგურდა.

ბახმუტში გზებსა და მინდვრებში ათასობით ჭურვის კრატერია: 

სოლედარის ფოტოები 2022 წლის 1 აგვისტოსა და 2023 წლის 10 იანვარს შორის რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ბრძოლების მასშტაბებს ასახავს. 

სოლედარი და ბახმუტი ამჟამად ფრონტის ხაზზე ორი ყველაზე ცხელი წერტილია. რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი სოლედარს სრულად აკონტროლებენ, თუმცა უკრაინამ აღნიშნული უარყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი