მოსამართლეები, პროკურორები, გორის ჰოსპიტლის ექიმები... - ბრეგაძის გარდა, მაგნიტსკის სიის ქართულ ანალოგში 20-მდე პირი მოხვდება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით,  მაგნიტსკის სიის ქართული ანალოგი უკვე მზადაა და ის სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.

ადვოკატის თქმით, სიაში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გარდა, პენიტენციური  სამსახურის თანამშრომლები, მოსამართლეები და ზოგიერთი ექიმიც მოხვდება.  

ჩამოვყალიბდით საბოლოოდ და ხვალ, ან ზეგ უკვე გავასაჯაროებ ამ სიას, რომელიც უკვე მაქვს. რატი ბრეგაძე იქნება ამ სიაში და არა მარტო... ამ სიაში სხვა ადამიანებიც არიან, სადღაც 20 კაცამდე არის ეს სია. 

პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მოსამართლეები, ასევე ზოგიერთი ექიმი და ექთანი... "ვივა მედის" არცერთი ექიმი და არცერთი ექთანი არ არის ამ სიაში. აქ გორის ჰოსპიტალზეა საუბარი... ასევე ძირითადად  იქნებიან პროკურორები, რომლებიც 4 ოქტომბერს იღებდნენ მონაწილეობას სასამართლოს გამართვაში" - განაცხადა "ვივა მედიდან" გამოსვლის შემდეგ, შალვა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთის,   საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მაგნიტსკის სიის" ავტორს, ბილ ბროუდერს 8 იანვარს მიმართა და სთხოვა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დახმარებოდა. სააკაშვილს ბროუდერმა მალევე უპასუხა  - მომაწოდეთ დოკუმენტები მოწამვლასა და წამებაზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციოს - აღნიშნავდა ბროუდერი.
 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი