მაგნიტსკის სიის ქართულ ანალოგში რატი ბრეგაძეც მოხვდება - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მაგნიტსკის სიის ქართულ ანალოგში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძეც მოხვდება - ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. მან ცოტა ხნის წინ დატოვა "ვივა მედის" კლინიკა, სადაც მესამე პრეზიდენტთან იმყოფებოდა. ხაჭაპურიძის თქმითვე, სიაში 20-მდე პირი შევა, რომლებიც უშუალოდ აღასრულებდნენ უკანონობას მესამე პრეზიდენტის მიმართ. მათ შორის იქნებიან მოსამართლეები, პროკურორები და გორის სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი - ექიმები და ექთნები. ხაჭაპურიძეს ამ ეტაპზე კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ სია და შესაბამისი დოკუმენტაცია 2-3 დღეში გადაეგზავნება აშშ-ს კონგრესს. 

შალვა ხაჭაპურიძემ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები პარლამენტში, ხატია დეკანოიძესთან და უკრაინის საელჩოში, ანდრეი კასიანოვთან გამართა. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მაგნიტსკის სიის" ავტორს, ბილ ბროუდერს 8 იანვარს მიმართა და სთხოვა, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დახმარებოდა. სააკაშვილს ბროუდერმა მალევე უპასუხა  - მომაწოდეთ დოკუმენტები მოწამვლასა და წამებაზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასავლეთმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციოს - აღნიშნავდა ბროუდერი.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი