"უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც უცხოელებს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში მსახურობის უფლებას აძლევს" | გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც უცხოელებს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებში, კერძოდ "აზოვის პოლკში" მსახურობის უფლებას აძლევს. 

მისი თქმით, ადრე მიღებული იყო არაერთი კანონპროექტი უკრაინაში უცხოელების სამსახურთან დაკავშირებით, თუმცა ისინი მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობის უფლებას აძლევდნენ და არა ეროვნულ გვარდიაში. 

ცნობისთვის, "აზოვი"  არის დანაყოფი, სადაც უცხოელები უკრაინის ტერიტორიაზე არალეგალურად მსახურობდნენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი