"ირპენი იქნება პირველი ქალაქი, სადაც UNITED24-ის ფარგლებში შენობების რეკონსტრუქცია დაიწყება" | შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალს ინფორმაციით, კიევის რეგიონში, ირპენში, UNITED24 პლატფორმის ფარგლებში, რუსი ოკუპანტების მიერ დაზიანებული შენობების აღდგენის პირველი პროექტები ამოქმედდება.

"ირპინმა რუს ოკუპანტებს უჩვენა უკრაინული იარაღის ძალა და უკრაინული სული. სწორედ აქედან ვიწყებთ პირველ რეკონსტრუქციის პროექტებს UNITED24 პლატფორმის ფარგლებში", - წერს შმიგალი.

გარდა ამისა, ირპენში, ბოროდიანკაში, გოსტომელში, ბუზოვესა და მილაში 18 საცხოვრებელი კორპუსი აღდგება. 

 UNITED24 პლატფორმამ რესტავრაციისთვის საჭირო თანხის უმეტესი ნაწილი უკვე შეაგროვა. 

"ამ კვირაში მთავრობამ გამოყო პირველი 465 მილიონი გრივნა რეკონსტრუქციის დასაწყებად. 4000-ზე მეტი ადამიანი შეძლებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ჩვენ აღვადგენთ და ავაშენებთ ყველაფერს, რაც მტერმა დააზიანა და გაანადგურა", - წერს შმიგალი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი