"გერმანიამ უკრაინის დახმარებაში სხვა ქვეყნებს ხელი არ უნდა შეუშალოს" | გერმანიის ვიცე-კანცლერი

გამოქვეყნდა:

"გერმანიამ უკრაინის დახმარებაში სხვა ქვეყნებს ხელი არ უნდა შეუშალოს" - ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერ ჰაბეკმა პოლონეთის მიერ უკრაინისადმი  „ლეოპარდის“ საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„არის განსხვავება საკუთარ თავთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებასა და სხვების გადაწყვეტილებისთვის ხელის შეშლას შორის. შესაბამისად, გერმანია წინ არ უნდა აღუდგეს, როდესაც სხვა ქვეყნები უკრაინის დასახმარებლად იღებენ გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანია“, - ამბობს ჰაბეკი.

ინფორმაციისთვის, ოთხშაბათს პოლონეთმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან კოალიციის ფარგლებში „ლეოპარდის“ ტანკების გადაცემას აპირებს. „ლეოპარდო“ გერმანული წარმოების ტანკია და მისი ექსპორტისთვის გერმანიის ფედერალური მმთავრობის თანხმობაა საჭირო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი