
რუსეთმა ბელარუსის საწვრთნელ ბაზაზე გაწვრთნილი და ლუგანსკის რეგიონის მიმართულებით მობილიზებული რუსი სამხედროების კიდევ ერთი ეშელონი გაგზავნა, - ამის შესახებ ბელარუსული Гаюн-ის მონიტორინგის ჯგუფი წერს.
არსებული ინფორმაციით, 48 ვაგონისგან შემდარი ეშელონი ჩეპინოს რკინიგზის სადგურიდან გავიდა, რომელსაც დაახლოებით 400 ადამიანი გადაჰყავს.
მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ეშელონი როსოშის რკინიგზის სადგურზე 15 იანვარს უნდა მივიდეს.
ცნობისთვის როსოშის სადგურიუკრაინის ლუგანსკის რეგიონიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.