უკრაინამ ელენოვკას კოლონიაში დაღუპული 54 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ ელენოვკას კოლონიაში დაღუპული 54 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. უწყების ცნობით, ახლა ცხედრების დნმ-ის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს დონეცკის ოლქში, ელენოვკაში აფეთქების შედეგად 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა.

უკრაინამ განაცხადა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსებმა ციხის შენობის ცალკეულ ნაწილზე  ცნობილი აზოვის პოლკის უკრაინელი წევრები გამოარჩიეს, რომლებიც მარიუპოლში იყვნენ დატყვევებულები და პატიმრების გაცვლას ელოდებოდნენ .

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთმა ციხეს ან არტილერია დაარტყა, ან შიგნიდან ააფეთქა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთმა ელენოვკას ციხეში 
თერმობარული საბრძოლო მასალა გამოიყენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი