
ლატვიის სეიმის სპიკერმა, ედვარდ სმილტენსმა, კიევში უკრაინის უმაღლესი რადას წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირი სიმბოლურ დროს, სწორედ მისი შექმნის ასი წლისთავზე იშლება.
სეიმის სპიკერის თქმით, რუსეთის სისხლისმსმელი დიქტატორი სსრკ-ს კიდევ უფრო ამაღელვებელი ფორმით აღორძინებას და უკრაინის მიწაზე "ჯოჯოხეთის კარიბჭის" გახსნას აპირებდა.
"მთელი ცივილიზებული სამყაროს მოვალეობაა, ერთობლივი ძალისხმევით დაკეტოს ეს კარიბჭე... მთელი ცივილიზებული სამყარო ახლა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ სამყაროს მართავს კანონის ძალა და არა ძალის უფლებით! დაე, ბოროტებამ ვერ გაბედოს ხელახლა დაბადება!"- თქვა სმილტენსმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვია ცალსახად ემხრობა რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას, სანქციების რეჟიმის გაძლიერებას და რუსეთის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.