ვერ დავადასტურებთ, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს - პენტაგონი

გამოქვეყნდა:

პენტაგონი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის ქალაქი სოლედარი სრულად აიღეს რუსებმა. 

ამ თემაზე პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა და თქვა რომ ისევ ხედავენ ინტენსურ ბრძოლებს სოლედარისა და ბახმუტისთვის.

“ჩვენ ვერ დავადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსული ძალების მიერ იქნა აღებული. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე მედია, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ამის შესახებ, კერძოდ, იმ ძალების, რომლებსაც ხელმძღვანელობს “ვაგნერის” ჯგუფი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები აგრძელებენ მოქმედებას სოლედარის მიდამოებში და განაგრძობენ ბრძოლას”,- თქვა მან.

ცნობისთვის რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია სოლედარის “ვაგნერის” მიერ აღებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული უკრაინამ უარყო. უკრაინა აცხადებს, რომ არასწორია პროცენტულად შეფასება თუ ქალაქის რა ნაწილს აკონტროლებენ ისინი და რა ნაწილს რუსები. 

ადგილზე მძიმე ბრძლოები გრძელდება. ქალაქი კი თითქმის სრულად განადგურებულია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი