რუსეთი, სავარაუდოდ, აკონტროლებს სოლედარს, თუ მთლიანად არა, უმეტეს ნაწილს - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აკონტროლებს სოლედარს. ISW ამბობს, რომ ეს არ გამოიწვევს ბახმუტის გარდაუვლად ალყაში მოქცევას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ 11 და 12 იანვრის გეოლოკაციური კადრები მიუთითებს, რომ რუსეთის ჯარები  ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც და სავარაუდოდ, მათ განდევნებს უკრაინის ჯარები დასავლეთ გარეუბნიდან. 

"ყველა არსებული მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული ძალები აღარ ინარჩუნებენ ორგანიზებულ თავდაცვას სოლედარში", - ნათქვამია ყოველდღიურ განახლებაში. 

ISW ისევ ამბობს, რომ სოლედარის აღება - 5,5 კვადრატულ მილზე ნაკლების დასახლება - არ მისცემს საშუალებას რუსულ ძალებს გააკონტროლონ უკრაინის სახმელეთო კომუნიკაციების კრიტიკული ხაზები ბახმუტში და არც უკეთეს პოზიციონირებას, რომ მოკლე დროში ალყა შემოარტყან ბახმუტს.

ცნობისთვის, სოლედარის აღების შესახებ ინფორმაცია უკრაინის მხარეს არ დაუდასტურებია. ადგილზე ბრძოლები გრძელდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი