
შეერთებული შტატები აპირებს იმუშაოს სხვა ქვეყნებთან ერთად "ვაგნერის" საქმიანობის შესაჩერებლად. ამ თემაზე განცხადება Associated Press-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ შოლემ გააკეთა. "ვაგნერის" ჯგუფი, რუს ოლიგარქს ევგენი პრიგოჟინის ეკუთვნის.
შოლე 12 იანვარს ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა. მისი თქმით, "ვაგნერი" ცდილობს ჯარისკაცების გადაბირებას სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რაც მიუღებელია.
"არ ვიცი, არის თუ არა შეშფოთება (სერბეთში), ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს შეშფოთებაზე და მოუთმენლად ველით მთავრობასთან მუშაობას აქ ბელგრადში და სხვაგან, სადაც ვაგნერი აქტიურია მათი საქმიანობის დასასრულებლად", - თქვა მან.
მანამდე Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააძლიერა სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" საქმიანობის შესახებ უკრაინის ფარგლებს გარეთ, აფრიკის ქვეყნებში.