ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სოლედარში მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში მადლობა გადაუხადა უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც იცავენ ქალაქ სოლედარს რუსული თავდასხმებისგან.

"განსაკუთრებით დღეს მინდა ხაზი გავუსვა 77-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის მედესანტეებს, რომლებიც სოლედარში 46-ე ცალკეული საავიაციო ბრიგადის მებრძოლებთან ერთად იკავებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ მტერს. გმადლობთ, ბიჭებო!" - თქვა ზელენსკიმ. 

სოლედარში სიტუაცია კრიტიკულია, ადგილზე უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთმა რამდენჯერმე გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქი აიღეს, რასაც უკრაინული მხარე არ ადასტურებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი