სიის არსებულ ვერსიაში შედის ნინო გოგორიშვილი, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

"მაგნიტსკის სიის" ქართული ანალოგზე მუშაობა გრძელდება. მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ 15-კაციანი სია შედგენილია, თუმცა არაა გამორიცხული ის კიდევ შეიცვალოს. ხაჭაპურიძე დამატებით კომენტარს ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთებს.

სიის არსებულ ვარიანტში შედის ნინო გოგორიშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო.

"სააკაშვილის პოზიცია, გუშინ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რაც ვისაუბრეთ, იყო ის რომ პოლიტიკოსები არ უნდა მოხვდნენ, იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკოსი ხელშეუხებელია ან ასე შემდეგ, არამედ უფრო მეტი ეფექტისთვის, ასე ვთქვათ. ამერიკელების და უცხოელების ჯგუფის, ვინც მუშაობას, პოზიცაა, რომ პოლიტიკოსები შესაძლებელია იყვნენ ამ სიაში, მუშაობა მიდის. [...]

ნინო გოგორიშვილი, ფორმა ასის გარეშე გამოწერა და დამალა გარკვეული სამედიცინო დოკუმენტაცია ამ ქალბატონმა, როგორც ჩანს, ჩვენთან არსებული მტკიცებულებებით", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი