
ვროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში.
მისივე თქმით ევროკომისრების კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა, რათა განიხილოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომზადების პროცესი.
"უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში. ეს ძალიან კარგია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა. გვექნება კოლეგია-მთავრობის შეხვედრა, რათა დღის წესრიგში მყოფ სხვადასხვა თემაზე მუშაობა გავაღრმაოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ" - თქვა ფონ დერ ლაიენმა
მისივე თქმით ეს აჩვენებს, თუ რამდენად მოცულობითია ევროკომისიის დღის წესრიგი.