ვიმედოვნებთ, რომ უკრაინა ევროკავშირში 2 წელზე ნაკლებ დროში გაწევრიანდება - შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირში ორ წელზე ნაკლებ ვადაში გაწევრიანდება. ამის შესახებ შმიგალმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

„ახლა ჩვენ ვასრულებთ ევროკომისიის შვიდი რეკომენდაციის იმპლემენტაციას, რაც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები. ასევე უნდა გავაანალიზოთ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რათა ნათლად გავიგოთ სამუშაო, რომელიც შესასრულებელია. შემდეგ ჩვენ გველოდება მოლაპარაკებების გზა, რომელიც უნდა დასრულდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით. ჩვენ ველით, რომ ამ გზას დავასრულებთ ორ წელზე ნაკლებ დროში და შემდეგ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. “ - თქვა დენის შმიგალმა.

მან მთავრობის წევრებს შეახსენა, რომ უახლოეს კვირებში ევროკომისიის დელეგაცია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით და 10-ზე მეტი ევროკომისარი უკრაინაში ჩავა მთავრობათაშორისი კონსულტაციების გასამართად -  "ეს იქნება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისა ომში, არამედ იმის დემონსტრირებას, რომ ევროკავშირი ღიაა უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესისთვის", - დასძინა პრემიერმა.

შეგახსენებთ, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გასული წლის 24 ივნისს მიანიჭეს. სტატუსი მიიღო მოლდოვამაც, ხოლო საქართველომ - გაწევრიანების პერსპექტივა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი