ტყუილია, თითქოს, სოლედარს "ვაგნერის" დაჯგუფება აკონტროლებს - სოლედარში მებრძოლი უკრაინელი

გამოქვეყნდა:

სოლედარში უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ქალაქს "ვაგნერის" დაჯგუფება აკონტროლებს.

პეტრ ვოლოშჩენკონის თქმით, ვაგნერის ჯგუფის ნაწილები ქალაქში არიან, თუმცა ადგილები, სადაც ისინი იმყოფებიან უკრაინული ძალების მხრიდან მუდმივი საჰაერო მეთვალყურეობის ქვეშაა.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

"ჩვენი მებრძოლები წარმატებით იკავებენ პოზიციებს, აკონტროლებენ ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით  წარმატებით ვახერხებთ მტრის მოგერიებას. ტყუილია, თითქოს სოლედარს ვაგნერის დაჯგუფება აკონტროლებს, მათი ნაწილი არის ქალაქში, თუმცა ის ადგილები, სადაც მტერი იმყოფება ჩვენი მხრიდან მუდმივი საჰაერო მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ კოორდინირებულად ვმოქმედებთ და ზუსტ დარტყმებს ვახორციელებთ მტრის წინააღმდეგ , ამ რეჟიმში ისინი წინსვლას ვერ შეძლებენ, ასე რომ ქალაზე ჩვენი უპირატესობა აშკარაა", - თქვა მან.

ცნობისთვის, 13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქალაქ სოლედარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სამინისტრო აღნიშნავდა, რომ სოლედარის კონტროლი მათ ჯარებს საშუალებას მისცემს უკრაინული ძალები ბახმუტიდან განდევნონ.

რუსეთის განცხადებამდე სოლედართან დაკავშირებით ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) წერდა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აკონტროლებს სოლედარს, თუ მთლიანად არა, უმეტეს ნაწილს მაინც, თუმცა ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ ეს არ გამოიწვევს ბახმუტის გარდაუვალად ალყაში მოქცევას.

გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინა უარყოფს. პენტაგონმა კი განაცხადა, რომ ინფორმაციას ვერ ადასტურებს

ბოლო დღეებია სოლედარს რუსეთი ინტენსიურად უტევს. გარდა სიმბოლურისა, სოლედარს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, რადგან რუსეთი ქალაქთან ახლოს მდებარე ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის დაპყრობას ცდილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი