უკრაინა უარყოფს რუსეთის განცხადებას სოლედარის დაკავების შესახებ

გამოქვეყნდა:

უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია ქალაქ სოლედარის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც New York Times უკრაინის აღმოსავლეთ ძალების სპიკერზე, სერხეი ჩერვალტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალაქისთვის ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.

მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარისკაცები კვლავ "მამაცურად იკავებენ დაცვით პოზიციებს ქალაქში რუსული ინტენსიური თავდასხმების პირობებში".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ სოლედარის აღების შესახებ განაცხადა. მათი მტკიცებით, რუსულმა ძალებმა ქალაქი ხუთშაბათს საღამოს დაიკავეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი