
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ბრიტანული "Challenger 2" ტანკები უკრაინაში გახდება "ლეგიტიმური სამიზნე".
BBC წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა უკრაინაში ტანკების მიწოდების შესახებ განცხადებაზე. მან უპასუხა: „როგორც ადრე ვთქვით, მიწოდებული იარაღი ხდება რუსეთის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე“.
ცნობისთვის, დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინაში Challenger 2 ტანკებს გაგზავნის.