"დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი 25-მდე გაიზარდა, 43 ადამიანი დაკარგულია" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

დნიპროში ოკუპანტების მხრიდან მაღალსართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა - გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის ცნობით, ამ დრომდე ნანგრევებიდან 39 ადამიანის, მათ შორის 6 ბავშვის გამოყვანა მოხერხდა. 43 პირი კი დაკარგულად ითვლება.

დაბომბვის შედეგად 73 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი