ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას რუსი კომიკოსი და მომღერალი, პუტინის რეჟიმს დაპირისპირებული არტისტი, მაქსიმ გალკინი ეხმაურება.
"კიდევ ერთი გამოუსწორებელი დანაკარგი. ეს როგორი დღეებია... ჩვენი ძვირფასი ვახტანგ კიკაბიძე უკეთეს სამყაროში წავიდა. დიდი ნიჭის და ღირსების კაცი. ახლა საქართველოში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ვუსამძიმრებთ მე და ალა მის ოჯახსა და ახლობლებს" - წერს მაქსიმ გალკინი.
ცნობისთვის, მსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მაქსიმ გალკინმა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. მან და მისმა მეუღლემ, ალა პუგაჩოვამ რუსეთი მარტის დასაწყისში დატოვეს. მომღერალმა თქვა, რომ ემიგრაციაში წასვლას არ აპირებდა და განმარტა, რომ სამკურნალოდ და დასასვენებლად ისრაელში იყო წასული. აგვისტოს ბოლოს ის ქვეყანაში დაბრუნდა.