
დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, - დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან 27 წლის ქალი გამოიყვანეს, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ექიმები იბრძვიან.
ცნობილია, რომ ჯამში, ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს. ამ დრომდე 40-ზე მეტ პირს ეძებენ. ადგილზე 550-ზე მეტი მაშველი, პოლიციელი, ექიმი და მოხალისე მუშაობს.
ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი სახლი, გუშინ 14 იანვარს დაბომბეს, რის შემდეგაც სამდღიანი გლოვა გამოცხადდა