
"ახლო მომავალში უკრაინას დასავლეთის ქვეყნებისგან მძიმე შეიარაღება კიდევ გადაეცემა" - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ისაუბრა.
"მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო ხანებში გამოთქმული დაპირებები მნიშვნელოვანია - და ახლო მომავალში მე ამას კიდევ ველოდები", - ამბობს სტოლნტენბერგი.
მისივე თქმით, პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით შეცდომა დაუშვა:
„მან გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი შეიარაღებული ძალების ძალა. ჩვენ ვხედავთ მათ გადაცდომებს, მორალის ნაკლებობას, ლიდერობის პრობლემებს, ცუდ აღჭურვილობას“, - თქვა მან.
ინფორმაციისთვის, უკრაინას, საფრანგეთმა, გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა, ფრანგულ AMX-10 RC მსუბუქ ტანკებს, 40 გერმანულ Marder-ის ქვეით მანქანას და 50 ბრედლის საბრძოლო მანქანას დაჰპირდა.