დნიპროში, რუსების მიერ კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დარუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია. ინფორმაცია ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა.

მისი თქმით, მაშველება შეძლეს 39 ადამიანის გადარჩენა. დაბომბვის შედეგად დაშავდა 75 პირი, მათ შორის 14 ბავშვია.

"ნანგრევების ქვეშ მყოფი ადამიანების ძებნა გრძელდება", - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს, რის შემდეგაც სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი