
რუსებმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე და მის გარეუბნებზე. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ იყო ნგრევა და არიან დაშავებულები.
ალექსანდრე სტარუხის თქმით, მტრის დარტყმის შედეგად განადგურდა სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა.
შემთხვევის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.