მოსკოვმა და მინსკმა ბელარუსში სამხედრო საავიაციო წვრთნები დაიწყეს

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ტერიტორიაზე მინსკმა და მოსკოვმა საერთო საჰაერო სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

წვრთნები დღეს, 16 იანვარს, დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საჰაერო ძალები ივარჯიშებენ საჰაერო დაზვერვის ჩატარებაში, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივ პატრულირებაში, ქვეითი ჯარისკაცებისთვის საჰაერო მხარდაჭერის გაწევაში, დანიშნულების ადგილამდე ნივთების მიტანასა და დაჭრილი ჯარისკაცების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაში.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნები პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. უწყების ცნობით, პროცესში ჩართული იქნება ყელა აეროდრომი და სასწავლო პოლიგონი. 

როგორც BBC წერს, ერთობლივი წვრთნები განსაკუთრებით საყურადღებოა რადგან, იგი ბელარუსის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვის ახალ რისკებს წარმოქმნის.

ექსპერტების აზრით, მინსკში საერთო წვრთნების გააქტიურების სავარაუდო მიზანია, რომ უკრაინამ რაც შეიძლება დიდი რაოდენობის სამხედრო ძალა გააჩეროს მის ჩრდილოეთ საზღვარზე.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ძალების დიდ რაოდენობას ბელარუსში, ისინი ძირითადად წვრთნებით არიან დაკავებულები და დიდი ალბათობით მათი ბრძოლაში ჩართვა არ მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი