დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია

გამოქვეყნდა:

დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო და საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ბოლო ცნობებით, მაშველებმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 6 ბავშვია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვია. 

ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, ოკუპანტებმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს, რის შემდეგაც სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი