პესკოვი უარყოფს, რომ რუსეთმა მიიტანა იერიში დნიპროში კორპუსზე, რასაც 40 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

კრემლი უარყოფს, რომ დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსი მის მიერ ნასროლი რაკეტებით დაიბომბა. შაბათს მომხდარი თავდასხმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ცნობებით, რუსეთის თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. 

ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა:

"რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ურტყამს საცხოვრებელ შენობებს ან სოციალურ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. თავდასხმები ხდება სამხედრო ობიექტებზე, აშკარა ან შენიღბული".

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსს რუსული Kh-22 რაკეტა მოხდვა, რომელიც, როგორც ცნობილია, არაზუსტია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი