
"ომში უკრაინის დამარცხებამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს", - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბერლინში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთი, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია, კიევს მიაწოდოს იარაღი რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობისთვის, რადგან რუსეთის გამარჯვებას შემთხვევაში, მსოფლიო სერიოზულ წინაღობებს შეეჩეხება.
პოლონეთის მთავრობის ლიდერმა გერმანელ დიპლომატებს მოუწოდა, მალე მიიღონ გადაწყვეტილება და უკრაინას "ყველა სახის იარაღი მიაწოდონ".
"რუსეთთან საუბარი ეშმაკთან შეთანხმების დადებას ჰგავს. ქვეყნების რუსულ გაზზე დამოკიდებულება ყელზე შემოჭერილ ყულფს ჰგავს. ის რაც დასავლეთისთვის უბრალოდ წარუმატებელი ბიზნესს ნიშნავს, უკრაინისთვის და პოლონეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცა", - განაცხადა მორავეცკიმ.