"მიხარია, რომ რუსეთის სანქციების ქვეშ ვარ, თუ ეს უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია" | ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, კრემლის მიერ მის სანქცირებას ეხმაურება. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ მოხარულია, თუ ეს უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასია. 

"კარგი... თუ ეს არის უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის ფასი, მაშინ მოხარული ვარ, რომ სანქციების ქვეშ ვიქნები“, - წერს კლევერლი.

ცნობისთვის, 12 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი და კიდევ 36 ადამიანი შავ სიაში შეიყვანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი